|
წიგნები.გე გთავაზობთ აირის მერდოკის ნაწარმოებს
ზღვა, ზღვა
მთარგმნელი თამარ ლომიძე
ფორმატი: 13.5 x 19.5 სმ.
გვერდები: 630
ყდა: რბილი
კატეგორია: პროზა
წონა: 0,604 კგ
ფასი: 37.90 ლარი
თბილისის ფარგლებში ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით
აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება.
1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
კომენტარი
კომენტარის დაწერა