წესები და პირობები
აუქციონი.ჯი/აუქციონი.გე ვებგვერდით სარგებლობის წესები:
1. აუქციონზე ნივთის განთავსება შეუძლიათ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ფიზიკურ (ქმედუნარიან) და იურიდიულ პირებს.
2. აუქციონზე ნივთის გასაყიდად რაც შეიძლება დეტალურად აღწერეთ გასაყიდი ნივთი: ახალი, მეორადი, დაზიანებული, დაუზიანებელი, ზომები, მდებარეობა, მიწოდების პირობები და სხვა. ატვირთეთ ნივთის ფოტო, მიუთითეთ ნივთის საწყისი ფასი და აუქციონის ბიჯის ოდენობა, განსაზღვრეთ აუქციონის დასრულების თარიღი და დრო.
3. ბიჯი - არის მინიმალური თანხა, რომლითაც მყიდველი აფიქსირებს თავის ფასს აუქციონზე ვაჭრობის დროს.
4. აუქციონზე ნივთის შესაძენად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს აუქციონი.ჯი ვებგვერდზე და დააფიქსიროს თავისი ფასი ბიჯის დადებით. თუ აუქციონი მიმდინარეობს და ბიჯი უკვე დადებულია, ახალი ბიჯი უნდა იყოს წინა გამოცხადებულ ბიჯზე მეტი.
5. აუქციონში გამარჯვებულად ითვლება ის პირი ვისი შეთავაზებული თანხაც იქნება მაქსიმალური აუქციონის დასრულების მომენტისათვის.
6. აუქციონზე გამარჯვების შემდეგ ნივთის მყიდველი და გამყიდველი თვითონ თანხმდებიან ნივთის მიწოდების პირობებზე. თუ ნივთის მიწოდება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან გამყიდველმა წინასწარ უნდა მიუთითოს აღნიშნულის შესახებ ლოტის განთავსებისას.
7. იმ შემთხვევაში თუ აუქციონის დასრულების დროისათვის არ იქნება შეთავაზებული სასურველი თანხა, ლოტის განმთავსებელს (გამყიდველს) შეუძლია გააგრძელოს აუქციონის ვადა.
8. აუქციონის წესების დარღვევის შემთხვევაში წევრი დაიბლოკება 30 დღით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 60 დღით.
9. აუქციონი.ჯი ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი ეთანხმება ვებგვერდის წესებს.
10. აუქციონი.ჯი-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე არსებულ ინტერნეტ მაღაზიაში მარტივად განათავსოთ ნივთები გასაყიდად ან შეიძინოთ სასურველი ნივთები.
* აუქციონი.ჯი-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, რაც გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
* აუქციონი.ჯი-ს ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს ვებგვერდზე რეგისტრირებული პირების მიერ განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.